logo
ENG



"სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებთ" - SJC და სოლიდარობის თემი ადიგენზე

09 მარ 202417:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/09/0ea8br6qbxwaocf.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი ადიგენში მომხდარ მოვლენებს ეხმაურებიან და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური თანასწორობის შესაქმნელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ ფაქტებზე სათანადო რეაგირება არ აქვს. ის არ იყენებს არც სამართლებრივ მექანიზმებს კონკრეტული პირების პასუხისგმებლობის დასაყენებლად და არც პოლიტიკურ მექანიზმებს, რომელსაც შეუძლია ამგვარი ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემური მიზეზების გარდაქმნა.

დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გააკეთოს ყველაფერი ამ მუნიციპალიტეტში სოციალური მშვიდობისთვის, მუსლიმი თემის უსაფრთხოების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვისთვის. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მაღალმა თანამდებობის პირებმა დაგმონ მომხდარი და ღიად დაუჭირონ მხარი ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს", - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ.

სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელი, ნესტან ანანიძე კი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან და ეს პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი რეაგირებით. ამასთან, ანანიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართულობა.

***

გუშინ, 8 მარტს ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. 

კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ბათუმელებმა გაავრცელა. 

სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი. ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა. 


close დახურვა